უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ბელარუსელი მექანიკოსები რუსულ თვითმფრინავებს არემონტებენ.
უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთსა და ბელარუსს შორის სასწრაფო კონტრაქტი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ბელარუსში რუსული საავიაციო ტექნიკის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები ტარდება.
როგორც დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ძირითადად რემონტი უტარდება მიგ-29 ტიპის თვითმფრინავებს.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, 10 მილიონზე მეტი კი დევნილად იქცა.
