logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი ომში გადამწყვეტი იქნება

22 იან 202323:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/22/9wdjr9nsg7ge86b.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი ომში გადამწყვეტი იქნება.

"გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი ომში გადამწყვეტი იქნება. თუ ამ დროისთვის დაგეგმილი რუსეთის მთავარი შეტევა ჩაიშლება, ეს იქნება რუსეთის და პუტინის დაშლა", - თქვა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა.

სკიბიცკის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა მტრის ახალი თავდასხმა კიევზე ბელარუსიდან, ისევე როგორც აქტიური საომარი მოქმედებები უკრაინის სახელმწიფოს სამხრეთ ნაწილში. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ დაახლოებით თებერვალ-მარტში, ბრძოლები დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებისთვის იქნება.

"რუსული არმიის ძირითადი აქტივობა მიმართული იქნება დონეცკისა და ლუჰანსკისკენ. მათ ვერ შეასრულეს თავიანთი მთავარი ამოცანა, რომლითაც დაიწყეს ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" - დონეცკისა და ლუჰანსკის სრული ოკუპაცია. დაახლოებით თებერვალ-მარტში იქნება ამ ტერიტორიებისთვის ბრძოლები", - განაცხადა სკიბიცკიმ.


close დახურვა