logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: რუსეთი სარაკეტო თავდასხმის ტაქტიკას ცვლის

27 თებ 202316:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/27/jggizkg1a6zxqvd.jpg

უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლის, ანდრეი ჩერნიაკის განცხადებით, რუსეთი სარაკეტო თავდასხმის ტაქტიკას ცვლის.

"პირველ რიგში, ისინი ნამდვილად სწავლობენ თავიანთ შეცდომებზე. მეორეც, მათ ეწურებათ არა მხოლოდ მაღალი სიზუსტის რაკეტები, არამედ სარაკეტო იარაღი", - თქვა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვს 100-ზე ნაკლები მაღალი სიზუსტის საკრუიზო რაკეტა "კალიბრი" დარჩა, რომელიც დაბომბვისას ყველაზე ხშირად გამოიყენება. ჩერნიაკის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა ყოველდღიურად ძლიერდება.

"იმის გათვალისწინებით, რომ საჰაერო ძალებმა რაკეტების და კამიკაძე დრონების ჩამოგდება ისწავლეს, თვითმფრინავების ჩამოგდება კიდევ უფრო ადვილი იქნება. რუსეთის არმია არ თმობს უკრაინის ენერგოსისტემის განადგურების იდეას. მაგრამ ენერგეტიკულ სექტორთან ერთად, მტერს სურს გაანადგუროს საწვავი და ენერგეტიკული სექტორი, რათა ნავთობპროდუქტების მიწოდება შეაჩეროს", - განაცხადა ჩერნიაკმა.


close დახურვა