logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: საზღვართან 300-მდე ბელარუსული ტანკია, ისინი რუსების პროვოკაციას ელიან

01 მარ 202221:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/voypng8bbkenlef.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, ქვეყნის საზღვართან 300-მდე ბელარუსული ტანკი დგას, რომელიც რუსეთის მიერ მოწყობილ პროვოკაციას ელოდება, რათა უკრაინის ტერიტორიაზე შევიდეს.

"უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, ბელარუსი-უკრაინის საზღვართან 300-მდე ბელარუსული ტანკია განლაგებული. კოლონებს ჯერ არ გადაუკვეთავთ უკრაინის საზღვარი. ისინი უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში იმყოფებიან. მოსალოდნელია, რომ რუსეთი გეგმავს პროვოკაციის მოწყობას, რათა ბელარუსი სამხედროების ჩართვა გაამართლოს", - წერია უწყების განცხადებაში.  

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 


close დახურვა