logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: სპეც.დავალებების შესრულების დროს ჩვენი 3 თანამშრომელი დაიღუპა

06 მარ 202203:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/06/a2ddsrv095phcto.jpg

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინა-რუსეთის პირველი რაუნდის მომლაპარაკებელი და დელეგაციის წევრი დენის კირეევი სპეციალური დავალების შესრულებისას დაიღუპა. მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კირეევი რუსეთის აგენტი იყო და ის კიევში დაკავების დროს მოკლეს.

დაზვერვა კირეევთან ერთად კიდევ 2 თანამშრომლის ფოტოს აქვეყნებს, რომლებიც ასევე სპეციალური დავალების შესრულებისას დაიღუპნენ. 

"მათ თავი შეწირეს უკრაინის დაცვას. ამან მიგვაახლოვა გამარჯვებასთან. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. ღმირები არ იღუპებიან", - წერია დაზვერვის განცხადებაში. 


close დახურვა