logo
ENG



უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე ქართული ეკლესია ისევ დუმს

13 ოქტ 201917:13
3 წუთის საკითხავი
clock 543
jjovtd3pdyqxeak.png

საქართველოს საპატრიარქოს ამ დრომდე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე განცხადება არ გაუკეთებია. როგორც უკვე იცით, 12 ოქტომბერს საბერძნეთის ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა ოფიციალურად დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ, უკრაინისთვის ტომოსის გადაცემის შემდეგ, საბერძნეთის ეკლესია პირველია, რომელმაც ახალ ავტოკეფალიასთან ევქარისტიული კავშირი დაამყარა.

მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს საპატრიარქოს დუმილს ეთანხმება ქართველი სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს საპატრიარქო მსოფლიოს სხვა ეკლესიების დადასტურებას უნდა დაელოდოს. კერძოდ, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ ანდრია ჯაფარიძის მოსაზრებით, ამ საკითხს საქართველოს საპატრიარქოს სინოდი ვერ გაექცევა და მოუწევს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარება, თუმცა მანამდე უნდა მოხდეს დადასტურება სხვადასხვა ეკლესიის მიერ. მაგალითად ბულგარეთის ეკლესიის მხრიდან და ა.შ. მანამდე კი, ქართულმა მხარემ თავი უნდა შეიკავოს აღნიშნული საკითხის განხილვისგან. 

განსხვავებულად ფიქრობენ თეოლოგები. მათი თქმით პროცესი სწრაფად უნდა დაიწყოს, თუმცა რუსული გავლენების გამო ამის იმედი არ აქვთ.

„საქართველოს ეკლესია ზოგადად არ რეაგირებს ამ ტიპის მოვლენებზე ადეკვატურად. საქართველოს ეკლესიის რეაგირება ყოველთვის დამოკიდებულია გარე ძალის კარნახზე და ეს გარე ძალა რუსეთია,“- განმარტავს თეოლოგი ლადო ნარსია.

საბერძნეთი ეკლესიის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა რუსეთის ეკლესია. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა საქმეების ხელმძღვანელის მოადგილის, ნიკოლაი ბალაშოვის თქმით რუსეთის ეკლესია საბერძნეთის ეკლესიასთან დაკავშირებით გარკვეულ ზომებს მიიღებს. მისივე განმარტებით, საბერძნეთის გადაწყვეტილებას მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდი შეაფასებს. 

შეგახსენებთ, საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დადასტურების შესახებ ინფორმაცია კიევის მიტროპოლიტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.ზოგადად უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია კი მსოფლიო საპატრიარქომ მიმდინარე წლის 3 თებერვალს აღიარა.


close დახურვა