logo
ENG



უკრაინის ვიცეპრემიერი: არ შეიძლება საუბარი დანებებაზე, უკვე შევატყობინეთ რუსულ მხარეს

21 მარ 202203:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/21/r31onlsb7h8j99f.jpeg

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, დანებებას და იარაღის დაყრას არ აპირებენ, ამის შესახებ კი რუსულ მხარეს უკვე შეატყობინეს. რუსეთი მარიუპოლს კაპიტულაციას სთხოვს და ვადას უკრაინის დროით დილის 5 საათამდე აძლევს. 

ვიცეპრემიერი რუსეთს მიმართავს, დანებებაზე საუბრის ნაცვლად დერეფანი გახსნას.

"არ შეიძლება საუბარი რაიმე დანებებაზე და იარაღის დაყრაზე. ამის შესახებ ჩვენ უკვე შევატყობინეთ რუსულ მხარეს. მე დავწერე: "8-გვერდიან წერილზე დროის ხარჯვის ნაცვლად დერეფანი გახსენით".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მარიუპოლში "საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა" განვითარდა და ქალაქს "მაცხოვრებლების გადარჩენას" სთავაზობს, ამისთვის კი დერეფანი დილის 10 საათიდან გაიხსნება, უკრაინის დადებითი პასუხის შემთხვევაში. 


close დახურვა