logo
ENG



უკრაინის ზაკარპატიზე თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეომ რუსეთის ელჩი დაიბარა

14 მაი 202600:11
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/14/4v37mqvlv97pzjm.jpg

უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველად დაიბარა რუსეთის ელჩი.

ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა უნგრეთის ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა. 

"უნგრეთის მთავრობა მტკიცედ გმობს ზაკარპატიეზე რუსეთის თავდასხმას”, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ზაკარპატიის რეგიონში ეთნიკური უნგრელებიც ცხოვრობენ.

ამას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც და მან  მადიარის სიტყვებს „მნიშვნელოვანი გზავნილი“ უწოდა.

 


close დახურვა