logo
ENG



უკრაინის თავდაცვა: დასავლეთი მძიმე იარაღით გამარჯვებამდე უნდა დაგვეხმაროს, არა ერთჯერადად

05 ივნ 202219:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/05/twvltosvhhwsmyq.png

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარი აცხადებს, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინის მძიმე შეიარაღებით ერთჯერადად დახმარება არაა საკმარისი და ამ ტიპის იარაღის გაგზავნა "უკრაინის გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს".

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, უკრაინის ჯარი კარგადაა მომზადებული, თუმცა მხოლოდ მათი უნარები და მოტივაცია არაა საკმარისი რუსეთის დასამარცხებლად. მალიარი აცხადებს, რომ ომში უკრაინის გასამარჯვებლად დასავლეთის ქვეყნებიდან მძიმე იარაღის გაგზავნაა საჭირო.  

„იარაღის შემოსვლა უკვე დაიწყო, თუმცა ეს არაა საკმარისი, რომ რუსეთის არმია ძალიან ძლიერად მოვიგერიოთ. ჩვენ ყოველთვის დაგვჭირდება დახმარება, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ უკვე გადავედით ხანგრძლივი ომის ფაზაში. დასავლეთს უნდა ესმოდეს, რომ ეს დახმარება უნდა იყოს არა ერთჯერადი, არამედ გამარჯვებამდე.

ჩვენი მებრძოლები ნამდვილად მომზადებულები არიან, ჩვენი ჯარი ნამდვილად მზადაა. მაგრამ ეს მოტივაცია და წვრთნები არაა საკმარისი რომ რუსეთი იარაღის გარეშე დავამარცხოთ. შესაბამისად, ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ გვჭირდება დასავლური სამყაროს დახმარება, განსაკუთრებით იარაღით და უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვსაუბრობთ საჰაერო თავდაცვასა და მძიმე იარაღზე“ - განაცხადა ჰანა მალიარმა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სევეროდონეცკში სიტუაცია ხშირად იცვლება ამიტომ რთულია იმის თქმა ამჟამად ქალაქის რა ნაწილს აკონტროლებს უკრაინა.

მისი თქმით, ერთადერთი რისი თქმაც დანამდვილებით შეიძლება ისაა, რომ უკრაინული ძალები ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ ოკუპანტების ჯარს - სხვანაირად ქალაქი ამ დრომდე დაეცემოდა.

მალიარმა ასევე აღნიშნა, რომ კიევი მუდმივი საფრთხის ქვეშაა რადგან რუსეთის ფედერაციის მთავარი სამიზნე სწორედ დედაქალაქია.


close დახურვა