logo
ENG



უკრაინის თავდაცვა: რუსები დიდხანს ემზადებოდნენ კახოვკას ჰესის დასანგრევად

07 ივნ 202319:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/07/wh8sl2t6znqh8kp.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსები დიდხანს ემზადებოდნენ კახოვკას ჰესის დასანგრევად.

"თუ გადავხედავთ პროპაგანდისტების, რაშისტული რეჟიმის "ჩინოვნიკების" რეაქციების ქრონოლოგიას ამ მოვლენებთან დაკავშირებით, დავინახავთ: ჯერ არაფერი ხდება, მერე ხდება, ოღონდ ნაწილობრივ, შემდეგ კი უკრაინაა დამნაშავე, მაგრამ ისინი ძალიან ბედნიერები არიან, რომ კუნძულები, რომლებზეც თითქოს ჩვენი დამცველები იყვნენ დაფუძნებული, დაიტბორა", - თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

იუსოვი ამბობს, რომ რუსული პროპაგანდა ქაოტურად რეაგირებდა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე. მისი თქმით, რუსების გარდა, არავის ჰქონდა ფიზიკური შესაძლებლობა და საშუალება მსგავსი მასშტაბური აფეთქების განსახორციელებლად.

გუშინ, რუსულმა ძალებმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შემდეგაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, ამ დროისთვის, ევაკუირებულია 1700-ზე მეტი ადამიანი.


close დახურვა