logo
ENG



უკრაინის თავდაცვა: რუსეთი ბახმუტში დამატებით ძალებს აგროვებს

22 მაი 202314:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/22/lql74fwuh5a1h8t.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, რუსეთი ბახმუტში დამატებით ძალებს აგროვებს.

"ბახმუტში ჩვენი ჯარები გარკვეულ ობიექტებს აკონტროლებენ. ბრძოლა [ბახმუტის] ჩრდილოეთით და სამხრეთით გრძელდება. ჩვენი მებრძოლები მტერს არ აძლევენ იქ ფეხის მოკიდების შესაძლებლობას. მტერი დამატებით ძალებსა და საშუალებებს აგროვებს", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მალიარის თქმით, ვითარება ბახმუტის მიმართულებით 21 მაისის შემდეგ, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მტერი უზარმაზარ სამხედრო დანაკარგებს განიცდის.

20 მაისს, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერმა ბახმუტი სრულად დაიკავა და 25 მაისს ქალაქს არმიას გადასცემენ. უკრაინული მხარის თქმით, პრიგოჟინის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.


close დახურვა