უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, სოლედარის რეგიონში სასტიკი და მძიმე ბრძოლები მიდის.
"ბახმუტის მიმართულებით, სოლედარის რეგიონში ახლა სასტიკი და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. მძიმე ვითარების მიუხედავად, უკრაინელი ჯარისკაცები იბრძვიან. მტერი წარუმატებლად ცდილობს გაარღვიოს ჩვენი თავდაცვა და დაიპყროს სოლედარი, რომელსაც დიდი დანაკარგები აქვს", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მალიარის თქმით, დღეს ქალაქის მისადგომები ფაქტობრივად სავსეა პუტინის მიერ მოკლული სამხედროების ცხედრებით. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელი დამცველები მაქსიმალურ გამძლეობას და გმირობას აჩვენებენ.
10 იანვარს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ უკრაინელი დამცველები სოლედარს იცავენ, მძიმე ბრძოლები კი გრძელდება. მალიარის თქმით, მტერი ყურადღებას არ აქცევს სამხედრო პერსონალის დიდ დანაკარგებს და აქტიურ შეტევას აგრძელებს.