უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განნა მალიარის განცხადებით, ბოლო მონაცემებით 2 800 რუსი სამხედრო მოკლეს.
"მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, დამპყრობელი ქვეყნის ჯარს შემდეგი ზიანი მიადგა: 80 ტანკი, 516 საბრძოლო ჯავშან-მანქანა, 10 თვითმფრინავი, 7 ვერტმფრენი. ჩვენ ძლიერები ვართ! ჩვენ გავიმარჯვებთ", - წერს მინისტრის მოადგილე.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.