logo
ENG



უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: ტერიტორიული თავდაცვის ლეგიონში უკვე 100 000 უკრაინელი ჩაერთო

05 მარ 202222:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/05/95uiihd97s40bjy.jpg
ფოტო: Unian

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, ტერიტორიული თავდაცვის ლეგიონში ომის ქვეყანაში ომის დაწყებიდან დღემდე 100 000 უკრაინელი ჩაერთო.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დარეგისტრირება სპეციალურად შექმნილი საიტით და ცხელი ხაზითაც არის შესაძლებელი, სადაც ყველა მსურველს კონსულტაციასაც გაუწევენ.

მისივე თქმით, ომის დასრულების შემდეგ ტერიტორიული თავდაცვის ლეგიონი არ დაიშლება და უკრაინის თავდაცვის სისტემის ნაწილი იქნება.

"გამარჯვება არის გამარჯვება, თუმცა რუსეთი ყოველთვის იქნება იმ ტერიტორიაზე, სადაც არის. ამიტომ მტერი გვეყოლება იქამდე, სანამ ჩრდილოელი მეზობელი იქნება ჩვენს გვერდით. ამიტომ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად წინააღმდეგობის გასაწევად. შესაბამისად კანონი ეროვნული წინააღმდეგობის შესახებ ამ სისტემას ითვალისწინებს - როცა ოლქის ყველა მკვიდრს ეძლევა შესაძლებლობა ქვეყანა დაიცვას", - განაცხადა მალიარმა.


close დახურვა