უკრაინის თავდაცვის ძალებმა 25 ნოემბრის ღამეს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური დარტყმები განახორციელეს - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა.
გენშტაბის ცნობით, ოპერაცია ჩატარდა რუსული სამხედრო-ეკონომიკური და შეტევითი პოტენციალის შესამცირებლად.
„სარაკეტო ჯარების და არტილერიის ქვედანაყოფებმა, სპეციალურ ოპერაციებთან, ფლოტის სანაპირო ძალებთან და უპილოტო სისტემებთან ერთად, რეაქტიული ტიპის დრონ Bars-ისა და Neptun-ის ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, რუსი აგრესორის რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტს წარმატებული დარტყმები მიაყენეს“, — ნათქვამია განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში, თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა და უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ობიექტი დაზიანდა.
ბერიევის საავიაციო ქარხანაზე თავდასხმის დროს, სავარაუდოდ, ექსპერიმენტული A-60 ტიპის თვითმფრინავი დაზიანდა. ეს ქარხანა ასევე ახორციელებს ДРЛО А-50 ტიპის თვითმფრინავების და რუსული Ту-95МС ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების შეკეთებას და მოდერნიზებას.
გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა წარმატებით გაანადგურეს ნავთობტერმინალი „შესხარისი“ ნოვოროსიისკში და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ტუაფსე“ რუსეთის კრასნოდარის მხარეში. წინასწარი ინფორმაციით, ნოვოროსიისკში განადგურდა ნავთობის გადამამუშავებელი აღჭურვილობა (მოწყობილობები ნავთობის ტანკერებში ჩასატვირთად და გადმოსატვირთად) და С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამშვები.
