უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის ბრძანება მიიღეს.
ბრძანების თანახმად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ფრონტის ხაზზე 5 სექტემბრის 00:00 საათიდან 8 სექტემბრის 23:59 საათამდე დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 5-6 სექტემბერს მოსკოვსა და კიევს ეწვევიან.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტის დროს, უკრაინა რუსეთში საჰაერო დარტყმებს არ განახორციელებს.
მიუხედავად ამ განცხადებებისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციების მთავარი სამმართველოს ცნობით, ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებები ისევ გრძელდება, რადგან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას არ წყვეტს.
"ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ცალმხრივი ვერ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამჟამად თავდაცვითი ოპერაციის ამოცანები სრულ რეჟიმში ხორციელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
