უკრაინის ოფიციალურ პირებს უკრაინის ფარგლებს გარეთ მხოლოდ მივლინებით შეუძლიათ გამგზავრება. ასეთი რეზოლუცია დღეს უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიიღეს.
"სახალხო დეპუტატებს, თანამდებობის პირებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პროკურორებს, მოსამართლეებს და ბევრ სხვა თანამდებობის პირს შეუძლიათ მივლინებით გადაკვეთონ სახელმწიფო საზღვარი. შესაძლებელია საზღვარგარეთ გამგზავრება მოლაპარაკებებისთვის, სამკურნალოდ. შვებულებაში საზღვარგარეთ სიარული - შეუძლებელია."- განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა.
მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ, რომელშიც სახელმწიფოს მაღალჩინოსნები შედიან.
ესპანეთში საახალწლო მოგზაურობის გამო გენერალური პროკურორის მოადგილემ ალექსეი სიმონენკომ თანამდებობა უკვე დატოვა.
უზენაესი რადას დეპუტატი პარტიიდან "ხალხის მსახური" ნიკოლაი ტიშჩენკო ნახეს ტაილანდში, სადაც მან, სავარაუდოდ, შეხვედრა გამართა უკრაინულ საზოგადოებასთან. იგი გარიცხეს პარტიული ფრაქციიდან და თავად პარტიიდან.