logo
ENG



უკრაინის მხრიდან დრონებით თავდასხმამ ვორონეჟის იარაღის საწყობში ხანძარი გამოიწვია

24 აგვ 202412:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/24/b35g0tgc4hql9or.jpg

რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის ცნობით, უკრაინის მხრიდან დრონებით შეტევამ რუსეთის ვორონეჟის რეგიონის ოსტროგოჟსკის ოლქში მდებარე იარაღის საწყობში ხანძარი გამოწვია.

გუსევის თქმით, ხანძარი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნას მოჰყვა, რამაც იარაღის აფეთქება გამოიწვია. 

გუბერნატორი წერს, რომ ერთი სოფლიდან და ერთი მებაღეობის არაკომერციული ამხანაგობიდან ევაკუირებულია 200-მდე ადამიანი. მისივე მტკიცებით, დაშავდა ორი ადამიანი, აქედან ერთ-ერთი ქალი ჰოსპიტალიზებულია.

ამავე ღამით დრონებით იერიში ბელგოროდისა და ბრიანსკის რეგიონებზეც განხორციელდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გასული ღამის განმავლობაში 7 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, აქედან 5 ვორონეჟის, თითო-თითო კი ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში.

 

 

 

 


close დახურვა