logo
ENG



უკრაინის პარლამენტმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე რუსტემ უმეროვი დაამტკიცა

06 სექ 202315:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/06/pzolym9kgzsc6pi.jpg

დღეს უკრაინის რადამ თავდაცვის ახალ მინისტრად რუსტემ უმეროვის დანიშვნას მხარი დაუჭირა.

დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა Telegram-ზე განაცხადა, უმეროვმა პარლამენტის აბსოლუტური მხარდაჭერა დაიმსახურა.

რუსტემ უმეროვი არის ყირიმელი თათარი, რომელიც მანამდე სახელმწიფო ქონების ფონდის თავმჯდომარე იყო, რომლის მისიაც უკრაინაში ინვესტიციების მოზიდვაა.

მან თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ალექსი რეზნიკოვი ჩაანაცვლა, რომლის გადადგომის შესახებ ინფორმაცია 4 სექტემბერს, თითქმის 2 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ გახდა ცნობილი.


close დახურვა