უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი, იგორ კლიმენკო აცხადებს, რომ უკრაინის პოლიციამ ქალაქ ირპინში მუშაობა განაახლა.
მისივე თქმით, ქალაქი დივერსიული ჯგუფებისგან იწმინდება, თუმცა ახლა მთავარი ამოცანა მოსახლეობის დახმარება და მათი ევაკუაციაა.
"კიევის ოლქის პოლიციის სპეციალური ჯარისკაცები ქალაქის ტერიტორიაზე მზად არიან შეასრულონ თავიანთი საპოლიციო ფუნქციები", - ამბობს ის.