logo
ENG



უკრაინის პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემია ჩერნობილის ტრაგედიას შეადარა

02 აპრ 202017:34
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემია ჩერნობილის ტრაგედიას შეადარა და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ვიდეო მიმართვაში ვოლოდომირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კოვიდ 19-ის მსგავსად რადიაციაც უხილავი იყო და შესაბამისად მისი არავის ეშინოდა.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინელებმა უნდა გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია. ამ დროისთვის უკრაინაში კორონავირუსის 669 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილთა რიცხვი კი 17-ს აღწევს. 


close დახურვა