რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში დაიღუპა 191 ბავშვი, 349 - კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი დაშავებული ბავშვი დონეცკისა და კიევის რეგიონშია.
"ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ყველაზე მეტი დაშავებული ბავშვი დონეცკის ოლქში - 113, კიევში - 102, ხარკოვში - 79, ჩერნიგოვში - 54, მიკოლაევში - 40, ხერსონში - 38, ლუგანსკში - 36, ზაპოროჟიაში - 23, დედაქალაქში - 16, სუმში - 16, ჟიტომირში- 15", - ნათქვამია განცხადებაში.