logo
ENG



უკრაინის პროკურატურამ გამოავლინა 600-ზე მეტი რუსი, რომლებმაც ომის დანაშაულები ჩაიდინეს

31 მაი 202219:46
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის პროკურატურამ გამოავლინა 600-ზე მეტი რუსი, რომლებმაც ომის დანაშაულები ჩაიდინეს

უკრაინის პროკურატურამ გამოავლინა 600-ზე მეტი რუსი, რომლებმაც ომის დანაშაულები ჩაიდინეს. 

უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, კარიმ ხანს ჰააგაში შეხვდა და უკრაინაში ომის დანაშაულების შესახებ გამოძიებაზე ესაუბრა. 

ვენედიქტოვას განცხადებით, ეჭვმიტანილებს შორის არიან მაღალი დონის სამხედრო ოფიცრები, პოლიტიკოსები და რუსული პროპაგანდის აგენტები". 

გენერალური პროკურორი ამბობს, რომ გამოძიება ფერხდება, ვინაიდან ომი კვლავ გრძელდება. 

გუნდს, რომელიც უკრაინაში ომის დანაშაულებს იძიებს, ესტონეთი, ლატვია და სლოვაკეთი შეუერთდნენ. გუნდში, რომელიც 21 მარტს შეიქმნა, თავდაპირველად უკრაინა, ლიეტუვა და პოლონეთი შედიოდნენ. 

კარიმ ხანის განცხადებით კი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მომდევნო კვირებში კიევში ოფისის გახსნაზე იმუშავებს. 


close დახურვა