უკრაინის მთავარი პროკურორის ოფისის ინფორმაციით რუსულ აგრესიას ჯამში 85 ბავშვი ემსხვერპლა, დაჭრილია 100-ზე მეტი ბავშვი.
უკრაინის პროკურორი აცხადებს, რომ ჭურვებისა და ბომბების შედეგად 369 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, მათ შორის 57 მთლიანად განადგურდა. პროკურორის ინფორმაციით, ოკუპანტები ყოველ დღე 20-ზე მეტ საგანმანათლებლო ინსტიტუტს ბომბავენ.
გარდა ამისა, საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს 11 სამედიცინო და 3 სარეაბილიტაციო ცენტრი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის .
უკრაინის მთავარი პროკურორის ოფისი განმარტავს, რომ ეს არაა საბოლოო მონაცემები. ტერიტორიაზე აქტიური შეტაკებების გამო ზუსტი რიცხვები ამ დროისთვის უცნობია.