logo
ENG



უკრაინის რამდენიმე რეგიონი რუსების სარაკეტო დარტყმის სამიზნე გახდა

03 მაი 202223:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/03/zy7v1yhyd5h18t7.png

უკრაინის რამდენიმე რეგიონი რუსების სარაკეტო დარტყმის სამიზნე გახდა. 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ჩამოაგდეს ორი რაკეტა, რომელიც უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ ვინიცას თავზე დაფრინავდა. 

გერაშჩენკომ თქვა, რომ საჰაერო თავდაცვამ რუსების კიდევ ერთი საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდო "კიევის  გზაზე", ოდესის გზატკეცილის მიდამოებში.

ვინიცის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგი ბორზოვმა განაცხადა, რომ ორი აფეთქება, რომელიც ვინიცის მცხოვრებლებმა გაიგეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვა იყო. ახლა რაკეტების ნამსხვრევებს ეძებენ. 

კიროვოგრადის რეგიონში მდებარე ქალაქ დოლინსკას მერმა განაცხადა, რომ იყო სარაკეტო დარტყმები, თუმცა, დეტალებზე არ უსაუბრია. 

უკრაინის დასავლეთით, სლოვაკეთის საზღვართან ახლოს, ზაკარპატიის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიქტორ მიკიტამ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმა მოხდა მთიან

"ვაზუსტებთ ინფორმაციას დაშავებულებისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ" - განაცხადა მან.

აფეთქებები იყო ლვივში, სადაც სამი ელექტრო-ქვესადგური დაზიანდა. 

ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, სუმის რეგიონში განხორციელდა თავდასხმა რაკეტებითა და ნაღმტყორცნებით


close დახურვა