logo
ENG



უკრაინის საბაჟოს ხელმძღვანელი: 18-დან 60 წლამდე კაცებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ

25 თებ 202202:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/25/xfztsgr42cv3qv1.jpg

უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის დანიილ მენშიკოვის ინფორმაციით, 18-დან 60 წლამდე კაცებს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება ეკრძალებათ. 

მენშიკოვმა მოსახლეობას მოუწოდა პანიკა არ შექმნან. 

"სასწრაფო მესიჯი მოქალაქეების საყურადღებოდ: სამხედრო მდგომარეობის გამო, 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებს, კაცებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ. გთხოვთ არ შექმნათ პანიკა და ნუ ეცდებით საზღვრის თვითნებურად გადაკვეთას", - წერს საბაჟოს ხელმძღვანელი Facebook-ზე. 

დღეს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 

 

close დახურვა