logo
ENG



უკრაინის საელჩო: გვიხარია, რომ ბატონი ვაჟა ახალ წელს და ქრისტეს შობას თავის სახლში შეხვდება

28 დეკ 201919:11
3 წუთის საკითხავი
 
bp0dbtfmvej1r3j.jpg

საქართველოში უკრაინის საელჩო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს განთავისუფლებას ულოცავს, - ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. 

განცხადების თანახმად, საელჩო მიესალმება ყველა ორგანიზაციის, აქტივისტების, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, ასევე უცხოელი მეგობრების ერთობლივ ძალისხმევას, რამაც შესაძლებელი გახადა ექიმის განთავისუფლება.

"გულწრფელად გვიხარია, რომ ბატონი ვაჟა ახალ წელს და ქრისტეს შობას თავის სახლში და მისი ოჯახის და ძვირფასი ადამიანების წრეში შეხვდება! გილოცავთ ახალ წელს და ქრისტეს შობას! დაე 2020 წელი ჩვენი ხალხებისთვის მშვიდობის, ჰარმონიისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს!", - ნათქვამია საელჩოს მიერ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გაათავისუფლეს. გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმმა 9 ნოემბერს . საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავაცხინვალის .სასამართლომ გაფრინდაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდაგავრცელებული ინფორმაციითთავად გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებსრომ საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.


 

 


close დახურვა