უკრაინის საელჩომ ტელეკომპანია ფორმულას მადლობის სიგელი გადასცა.
მადლობის წერილს ხელს უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი აწერს ხელს.
"ნება მომეცით საქართველოში უკრაინის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება უკრაინისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის ყველა ჩვენგანისთვის ასეთ რთულ დროს.
საშინელ პირობებში, როდესაც რუსეთი და მისი სამხედროები აგრძელებენ უკრაინის მოსახლეობის გენოციდს, ახორციელებენ მასობრივ ტერორისტულ თავდასხმებს უკრაინის ქალაქების უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, თქვენი პირადი წვლილი ამ კეთილშობილურ საქმეში არის ჰუმანურობის, ადამიანური სიკეთის, სოლიდარობის, მძლავრი სამოქალაქო პოზიციის უმაღლესი გამოვლინება და ქართველი და უკრაინელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ძმური ურთიერთობის ნამდვილი დადასტურება.
გმადლობთ თქვენი გულუხვობისთვის, გულისხმიერებისთვის და საქველმოქმედო საქმიანობისადმი ერთგულებისთვის. ყველა დანარჩენისთვის ეს არის ჭეშმარიტი გულმოწყალეობის, კეთილშობილების და ადამიანობის მაგალითი.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კარგი საქმეები შეუმჩნეველი არ რჩება. დახმარება ამ რთულ დროს არ არის მხოლოდ მატერიალური ფასეულობები, არამედ დაუძლეველი რწმენა იმისა, რომ ერთად გადავლახავთ ნებისმიერ სირთულეს, გავათავისუფლებთ ჩვენი სახელმწიფოების სუვერენულ ტერიტორიებს და უზრუნველვყოფთ სტაბილურ მშვიდობასა და კეთილდღეობას", - ნათქვამია მადლობის წერილში.