ლუგანსკის ოლქში უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციებზე სეპარატისტებმა თავდასხმა განახორციელეს. დაიღუპა ერთი უკრაინელი ჯარისკაცი, 4 კი დაშავდა. საპასუხო სროლის შედეგად 4 მებრძოლი დაკარგეს სეპარატისტებმაც.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, იერიში ორ სამეთვალყურეო საგუშაგოზე განხორციელდა, რასაც წინ უძღოდა ინტენსიური საარტილერიო შეტევა. მომხდართან დაკავშირებით ვოლოდომირ ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. უკრაინის ლიდერის თქმით, სეპარატისტების თავდასხმა პროვოკაცია იყო, რომელიც დონბასში ისედაც მყიფე სამშვიდობო პროცესის ჩასვლას ისახავს მიზნად.
