logo
ENG



უკრაინის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი ბირთვული შანტაჟის ორ ვერსიაზე მუშაობს

12 მარ 202212:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/12/77b3mummvklbl7q.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთი ბირთვული შანტაჟის 2 ვარიანტს ამუშავებს. 

კერძოდ: 

  • აგრესორი სახელმწიფო ცდილობს, მსოფლიო ბირთვული აფეთქებებით დააშინოს და ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინა დაადანაშაულოს
  • რუსეთმა შეიძლება ბირთვულ რეზერვზე საარტილერიო იერიში მიიტანოს. 

"ორივე შემთხვევაში შედეგი ერთი და იგივე იქნება. ორივე შემთხვევაში, რუსეთი გეგმავს, ბრალი უკრაინას დასდოს". - ამბობს გენერალი კირილო ბუდანოვი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ბრიგადის უფროსი. 

მისი განცხადებით, ეს არ არის რუსეთის მხრიდან "ბირთვული შანტაჟის" პირველი მცდელობა - ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ბირთვულ სადგურს ზაპოროჟიაში, ასევე, სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვის ფიზიკის და ტექნიკის ინსტიტუტზე, სადაც ექსპერიმენტალური ბირთვული რეაქტორია მოთავსებული. 

"ეს ყველაფერი მიზნად დაშინებას ისახავს. რუსეთის ხელისუფლებას ესმის, რომ მათი კამპანია ჩავარდა და ბირთვულ შანტაჟზე გადავიდნენ.

რომელი სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ეს იქნება ბირთვული ტერორიზმი, ეკოციდი და ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც გავლენას მოახდენს როგორც რუსეთზე, ისე ევროპასა და აზიაზე. ბელარუსი და უკრაინა კი ყველაზე მეტად დაზარალდებიან". - აცხადებს ბუდანოვი.


close დახურვა