უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრეს ცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის თქმით, უკრაინის ჯარის დაკვირვებით, რუსეთის ჯარმა ნაწილობრივ დატოვა დნეპრის მარჯვენა სანაპირო, თუმცა რუსული დანაყოფების ნაწილი რეგიონში რჩება.
„ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მათ ნაწილობრივ გააქვთ თავისი იარაღები, აღჭურვილობა, ნამდვილად აწყობენ თავდაცვით ხაზებს მარცხენა სანაპიროზე. მაგრამ ისინი კვლავ რჩებიან მარჯვენა სანაპიროზე: როგორც დანაყოფები ასევე თავდაცვითი ხაზები და ადგილზე არის შეიარაღება და აღჭურვილობაც“ - განაცხადა ნატალია ჰუმენიუკმა უკრინფორმთან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინა ახლოდან აკვირდება ოკუპანტების ქმედებებს და შეიარაღებული ძალები მტრის ცრუ მანევრებისთვის მზადაა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსი სამხედროები ხერსონის რეგიონში მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე და ასევე ოკუპირებული ზაპოროჟიეს ტერიტორიაზე პოზიციებს ამაგრებენ.
გენშტაბის ინფორმაციით, ისინი ასევე ცდილობენ დაწინაურდნენ ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლივკას მიმართულებით.