logo
ENG



უკრაინის სახმელეთო ჯარები: მტერი კუპიანსკის ალყაში მოქცევას ცდილობს, ვითარება რთულია

23 ოქტ 202315:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/23/syx90hx3ybe3mx3.jpg

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, მტერი კუპიანსკის ალყაში მოქცევას ცდილობს, ვითარება კი რთულია.

"აღმოსავლეთის ფრონტზე ვითარება საკმაოდ რთულია. მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციებს პრაქტიკულად მთელ ზონაში. მათი ძირითადი ძალისხმევა მიმართულია კუპიანსკისა და ბახმუტის მიმართულებებზე.

რუსული ჯარები აქტიურად იყენებენ ჯავშანტექნიკას, ტანკებს, საბრძოლო მანქანებსა და  არტილერიას", - ამბობს უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 294 700 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა