logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით მტრის 37 საკრუიზო რაკეტა და 29 Shahed გავანადგურეთ

29 მაი 202311:10
3 წუთის საკითხავი
clock 275
2023/05/29/tgj0df9a4r8xurm.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელმა დამცველებმა მტრის 37 საკრუიზო რაკეტა და 29 Shahed გაანადგურეს.

"ღამით, შეტევის დროს უკრაინის თავდაცვის ძალებმა 37 საკრუიზო რაკეტა და 29 Shahed 136/131 დრონი გაანადგურეს.

29 მაისს, 00:00 საათიდან 05:00 საათამდე რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინის სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას საკრუიზო რაკეტებით და დრონებით", - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 207 030 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა