უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, დღეს უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი Су-34 ჩამოაგდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშუკი ადასტურებს.
დღეს დილით უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული ავიაგამანადგურებელი Су-34 ჩამოაგდეს.
მანამდე, 23 თებერვალს უკრაინელებმა რუსული თვითმფრინავი, A-50 ჩამოაგდეს. 17 თებერვალს კი უკრაინის საჰაერო ძალებმა სამი რუსული თვითმფრინავი, ორი Су-34 და ერთი Су-35 ჩამოაგდეს.