logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: მეტი Patriot გვჭირდება ბალისტიკური რაკეტებისგან თავის დასაცავად

22 მაი 202315:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/22/29det7cukrg9cee.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, უკრაინელებს მეტი Patriot სჭირდებათ ბალისტიკური რაკეტებისგან თავის დასაცავად.

"სამწუხაროდ, დღეს არ გვაქვს საკმარისი ანტიბალისტიკური აღჭურვილობა. Patriot-ის სისტემები გვაქვს, მაგრამ ცხადია, რომ ეს უკიდურესად არასაკმარისია იმისთვის, რომ დაფაროს ყველა ის მიმართულება, რომელიც ჩვენ გვჭირდება, ყველა დიდი ქალაქი და ყველა მნიშვნელოვანი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი.

იმიტომ, რომ სწორედ სამხედრო ობიექტებსა და დნეპრის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს უმიზნებდა დღეს მტერი. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით F-16 საბრძოლო თვითმფრინავებს, ეს დღეს მთავარი თემაა", - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

უკრაინის ცნობით, გუშინ ღამით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე რუსი ოკუპანტების 15 კამიკაძე დრონი და 4 რაკეტა ჩამოაგდეს. ერთ-ერთი დარტყმა დნეპრში მდებარე კერძო საწარმოზე იყო.


close დახურვა