logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: ოკუპანტებს 72 დრონი გავუნადგურეთ

14 სექ 202413:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/14/ng3lzghte9prxog.jpg

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, 14 სექტემბერს ოკუპანტებს შაჰედის ტიპის 72 უპილოტო საფრენი აპარატი გაუნადგურეს. 

"14 სექტემბრის ღამეს მეტოქე თავს შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დაგვესხა. ჩვენი საჰაერო ძალების რადიო-ტექნიკური სამუშაოების შემსრულებელმა სამხედროებმა 76 დრონი აღრიცხეს, რომლებიც რუსეთის კურსკის, ეისკისა და ოკუპირებული ყირიმის ჩაუდას ოლქებიდან მოემართებოდნენ", - წერია უწყების განცხადებაში.

საჰაერო საბრძოლო მოქმედებების შედეგად, რუსების 72 დრონი ოდესის, მიკოლაივის, ხერსონის, პოლტავას, ხარკოვის, კიევის, დონეცკის, ჟიტომირის, დნიპროპეტროვსკის, ჩერკასის, ვინიციასა და სუმის რეგიონებში ჩამოაგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დამატებით, ორი დრონი უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა, ხოლო დანარჩენი ორი - რუსეთში დაბრუნდა.


close დახურვა