უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, როდესაც პარტნიორები უკრაინას F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს მიაწვდიან, უკრაინელები გამარჯვებას შეძლებენ.
"როდესაც პარტნიორები უკრაინას F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს მიაწვდიან, ჩვენი ქვეყანა რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს მოიგებს.
ჩვენ ხაზგასმით ვუთხარით ჩვენს პარტნიორებს F-16-ის აუცილებლობაზე უკრაინისთვის, რადგან საბჭოთა დროიდან არსებული საჰერო თავდაცვის სისტემებით უკრაინის მთელ ტერიტორიას ვერ დავფარავთ. ჩვენ ვიღებთ დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგს: NASAMS, IRIS-T და უკვე SAMP/T, ასევე - Crotale, Gepard, Avenger", - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.
იგნატი ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორია დიდია, რის გამოც მთელი ტერიტორიის დაფარვა საჰაერო თავდაცვის სისტემებით შეუძლებელია. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ესაჭიროება უკრაინას F-16 მოიერიშე თვითმფრინავები. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ F-16 უკრაინის სახმელეთო ჯარებს ქვეყნის სწრაფად დეოკუპაციაში დაეხმარება.