logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 36 დღეში 223 ირანული ე.წ კამიკაძე დრონი გაანადგურეს

19 ოქტ 202214:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/19/tskn307h8q0y2ky.jpeg

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის ინფორმაციით, 36 დღეში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ირანული წარმოების 223 ე.წ კამიკაძე დრონი, Shahed-136 გაანადგურეს.

"19 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინის ტერიტორიაზე პირველი ირანული წარმოების Shahed-136 კამიკაძე დრონის ჩამოგდების შემდეგ, (2022 წლის 13 სექტემბერი, კუპიანსკი), საჰაერო ძალების თავდაცვამ და უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ტიპის 223 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ Shahed-136-ის განადგურებაში მონაწილეობდნენ საზენიტო სარაკეტო დანაყოფები, გამანადგურებელი ავიაცია, თვითმავალი საზენიტო იარაღი, მობილური MANPADS სახანძრო ჯგუფები, საზენიტო თვითმფრინავები, დიდი კალიბრის ტყვიამფრქვევები და სხვა საბრძოლო შეიარაღება.

14 სექტემბერს ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლება რამდენიმე ათეული ირანული დრონის განადგურებას იუწყებოდა.

თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".

17 ოქტომბერს რუსესთის მიერ კიევსა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სამხრეთის მიმართულებით 26 Shahed-136 ტიპის დრონი გაანადგურეს. 


close დახურვა