logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 53 დრონიდან 48 გაანადგურეს

07 ივნ 202411:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/07/1k51kpst77npcj7.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, გასულ ღამეს რუსი ოკუპანტები უკრაინას შაჰიდის ტიპის 53 დრონითა და რაკეტებით თავს დაესხნენ, უკრაინელმა სამხედროებმა 48 დრონის განადგურება შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონები დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიას, კიროვოგრადის, მიკოლაივის, ხერსონის, ოდესის, ხარკივის, კიევისა და ხმელნიცკის რაიონებში ჩამოაგდეს.

ოლეშჩუკმა აღნიშნა, რომ თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.


close დახურვა