logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 29 დრონიდან 24 ჩამოაგდო

03 აგვ 202410:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/03/skm4vmey2pik5e9.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 29 შაჰიდის ტიპის დრონიდან 24 ჩამოაგდეს. ასევე, რუსეთმა უკრაინას ორი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტით და ორი Kh-31P სარადარო რაკეტით შეუტია. 

გავრცელებული ინფორმაციით, საზენიტო თავდაცვა ხერსონის, ოდესის, მიკოლაევის, პოლტავას, სუმის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ვინიცისა და ჟიტომირის რაიონებში მუშაობდა.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.


close დახურვა