უკრაინის სხვადასხვა ქალაქში აფეთქების ხმა ისმის
CNN-ის ჟურნალისტები და თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქებები მოხდა:
კიევი - ჟურნალისტები და სოციალური მედიის მომხმარებლები ამბობენ, რომ აფეთქების ხმა ბორისპოლის აეროპორტის მხრიდან მოდიოდა. აეროპორტი ქალაქიდან 25 კილომეტრით არის დაშორებული. ჯერჯერობით CNN-ს არ დაუდასტურებია, რომ რუსეთმა მიზანში აეროპორტი ამოიღო.
ხარკოვი - უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში ისმოდა "აფეთქებების ძლიერი ნაკადის ხმა".
კრამატორსკი - ეს ქალაქი ოკუპირებული დონეცკიდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. CNN-ის ცნობით, აქ ძლიერი აფეთქების ხმა, სულ მცირე, 2-ჯერ გაისმა.
მარიუპოლი - CNN-ის ორმა ადგილობრივმა უთხრა, რომ აფეთქებების ხმა გაიგეს.
ოდესა - აქ 20 წუთის შუალედით ძლიერი აფეთქებების სერია იყო.
ზაპოროჟია - CNN-ის გუნდმა აქ ერთი აფეთქების ხმა გაიგო, რომელიც "შორიდან ისმოდა".