უკრაინულმა უმაღლესმა რადამ ახალი მთავრობა დანიშნა. კერძოდ, უმაღლესმა რადამ ახალი პრემიერ-მინისტრის, სერგეი კორეცკის მიერ წარდგენილი მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა.
წინა მინისტრთა კაბინეტის დაშლას და მთავრობის ახალი წევრების დანიშვნას (გარდა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებისა, რომელთა კანდიდატურებსაც პრეზიდენტი წარადგენს) 264-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ხელახლა დაინიშნნენ: პირველი ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი დენის შმიგალი, ვიცე-პრემიერი ჰუმანიტარული პოლიტიკის საკითხებში და კულტურის მინისტრი ტატიანა ბერეჟნაია, ფინანსთა მინისტრი სერგეი მარჩენკო, ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი მატვეი ბედნი, სოციალური პოლიტიკის, ოჯახისა და ერთიანობის მინისტრი დენის ულიუტინი.
ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში ვიცე-პრემიერად ვსევოლოდ ჩენცოვი დაინიშნა, რომელსაც აქამდე ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა. ვეტერანთა საკითხების ახალ მინისტრად ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი დაინიშნა. შინაგან საქმეთა ახალი მინისტრად ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი, ივან ვიგივსკი დაინიშნა.
