უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა ლვივის ოლქში რუსი აგენტი დააკავეს, რომელიც ოკუპანტებისთვის სადაზვერვო მონაცემებს აგროვებდა. ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს.
გამოძიების თანახმად, 2022 წლის მაისში კაცმა უკრაინაში აკრძალული სოციალური ქსელის Odnoklassniki-ის მეშვეობით დონეცკის ოლქში არსებულ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებას გაუგზავნა ლიმანის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილები, გადაადგილების მეთოდები და შენიღბვის შესახებ ინფორმაცია.
მოგვიანებით, აგენტი ლვივის ოლქში გადავიდა და რუსებისთვის ინფორმაციის მიწოდება ამ ტერიტორიიდან გააგრძელა.
უშიშროების ცნობით, იძულებით გადაადგილებული პირის საფარქვეშ იგი დასახლდა ერთ-ერთ ენერგეტიკულ ობიექტთან და განაგრძო ინფორმაციის შეგროვება მტრის სადაზვერვო სამსახურისთვის.
დაკავების დროს, კაცს აღმოუჩინეს მობილური ტელეფონი, სადაც მისი რუსებთან მმიმოწერაც იყო. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.