logo
ENG



უკრაინის ქალაქ პოკროვსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა

18 ივლ 202211:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/18/vuhsssi95qlluo1.jpg

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ პოკროვსკის მერის მოადგილის, მარგარიტა იდრისოვას თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.

"თოთხმეტი ადამიანი საშუალო და მსუბუქი დაზიანებებით დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაღუპულია," - განაცხადა პოკროვსკის მერის მოადგილემ.

იდრისოვა აცხადებს, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქალაქში 30 შენობა დაზიანდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ პოკროვსკი ფრონტის ხაზებიდან 40 კილომეტრშია, მაგრამ მისი თქმით, საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები გაიზარდა, რადგან რუსული ძალები დონეცკში უკრაინის თავდაცვის შესუსტებას ცდილობენ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ძირითადმა საბრძოლო მოქმედებებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლა.


close დახურვა