logo
ENG



უკრაინის ქალაქ სუმიზე დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულია 3 ადამიანი

22 ოქტ 202411:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/22/jqb5m1jx8t3lt76.jpg

უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.

გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა საოლქო ცენტრის რაიონზე განხორციელდა, სადაც კერძო სახლებია განთავსებული.

ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქში 25 რუსული დრონი ჩამოაგდეს.

 

 

 

 


close დახურვა