logo
ENG



უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის მახლობლად ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარეს - გენშტაბი

17 ნოე 202219:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/17/m81k3ak2esqqjr5.png

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის მახლობლად ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარეს.

როგორც გენშტაბში ამბობენ, უკრაინის ჯარი დნიპროს სანაპიროზე არის განლაგებული.

"ჩვენმა სამხედროებმა მიაღწიეს მდინარე დნეპროს სანაპიროს, რაც საშუალებას გვაძლევს გავაკონტროლოთ ტერიტორია დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან. საარტილერიო ჯარისკაცები და ზოგადად უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მტერს დაარტყან ჩვენი იარაღის მაქსიმალური დიაპაზონის ფარგლებში", - აცხადებენ გენშტაბში. 


close დახურვა