logo
ENG



უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი გადადგა

13 ივლ 202120:51
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი გადადგა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.

"მადლობა შსს-ს გუნდს ერთობლივი მუშაობის წლებისთვის. მადლობა თითოეულ ოფიცერს, რიგითსა და თანამშრომელს", - განაცხადა ავაკოვმა. 

არსენ ავაკოვი შს მინისტრად 2014 წლის თებერვალში დაინიშნა. მას ხშირად აკრიტიკებდნენ წარუმატებელი რეფორმების გამო. მიუხედავად ამისა, მან შეძლო და შეინარჩუნა თანამდებობა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევის შემდეგაც. 


close დახურვა