უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კიევის ოლქში კიდევ აღმოაჩინეს დახვრეტილი და ნაწამები უკრაინელების ცხედრები.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე 1300-ზე მეტი ცხედრის ექსჰუმაცია მოხდა.
ისინი, შემდგომი ექსპერტიზისითვის, მორგში გადაიტანეს.
200-ზე მეტი მოკლულის ვინაობა დადგენილი ჯერაც არ არის.