ორგანიზაციამ StrategEast Center for a New Economy მოამზადა კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება უკრაინის ციფრული ინდუსტრია რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში.
კვლევაში ვკითხულობთ:
იმ დროისთვის, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უკრაინას უკვე ჰქონდა მაღალგანვითარებული IT ინდუსტრია.
2021 წელს 250 ათასმა უკრაინელმა IT ინჟინერმა ქვეყანას $6.8 მილიარდი მოუტანა, რაც უკრაინის საექსპორტო შემოსავლების 10%-ია.
უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკის პროგრამის "სახელმწიფო სმარტფონში" ფარგლებში მიმდინარეობდა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ საჯარო სერვისების უმეტესობა მოქალაქეებისთვის ონლაინ რეჟიმში ყოფილიყო ხელმისაწვდომი.
უკრაინაში არსებობს ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო, რომელმაც გადადგა სპეციალური ნაბიჯები უკრაინის ექსპორტზე ორიენტირებული IT ინდუსტრიის მუშაობისთვის, რაც ვალუტის აუცილებელ შედინებას უწყობს ხელს.
სამინისტრო აცხადებს, რომ მიუხედავად საომარი მდგომარეობისა, მიმდინარეობს ახალი კადრების ტრენინგი, ომის გამო სამუშაო ძალის დეფიციტის შესავსებად.
კიბერთავდასხმასთან გამკლავება
სამინისტროს მოუწია, გამკლავებოდა რუსეთის კიბერთავდასხმებს.
ამ პირობებში მთავრობამ მიიღო კონკრეტული ზომები, მათ შორის:
- აღჭურვილობისა და მონაცემთა ბაზის სარეზერვო ასლების გადატანა უსაფრთხო ადგილას, ისეთ ადგილებში, რაც მიუწვდომელია რუსეთის ჯარისთვის.
- კიბერთავდაცვის მრავალშრიანი სისტემის შექმნა სახელმწიფო IT ინფრასტრუქტურისთვის.
- ასევე, ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინის სახელმწიფო საარქივო სერვისსა და დიდი ბრიტანეთის ეროვნულ არქივს შორის უკრაინული საარქივო მასალების მონაცემთა დროებით ქლაუდზე გადატანის შესახებ.
საერთაშორისო ფანდრაიზინგი
უკრაინამ შექმნა კრიპტოპლატფორმა KUNA, კრიპტო გაცვლის პლატფორმა FTX და stacking პლატფორმა Everstake, ასევე, შეიქმნა ოფიციალური ვებგვერდი, სახელწიდებით Aid for Ukrain, რომლის საშუალებითაც ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ, უკრაინას შემოწირულობა კრიპტოვალუტით გაუკეთონ.
დღეისთვის პლატფორმის საშუალებით დონაციების მიღება 16 კრიპტოვალუტით ხდება, მათ შორის, ბიტკოინით, ეთერით, თეთერით, სოლანათი და დოგეკოინით. უკრაინისთვის კრიპტოვალუტით 60 მილიონი დოლარი შეგროვდა, რაც ყველაზე დიდი კრიპტოდონაციაა ისტორიაში.
ამ თანხით ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ შეძლო უკრაინული არმიის მომარაგება შემდეგი აღჭურვილობით:
- 5 500 ჯავშანჟილეტი;
- 500-ზე მეტი ბალისტიკური თეფში ჯავშანჟილეტებისთვის;
- 3 427 დოზა წამალი;
- 60 რაცია;
- 410 000 გამზადებული საჭმელი;
- 3 125 თერმული ელექტრო და ოპტიკური მოწყობილობა;
- 500 ჩაფხუტი.
სამინისტრო აცხადებს, რომ მომავალში კრიპტოვალუტით გაკეთებული შემოწირულობა მოხმარდება რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას; მსოფლიო კამპანიას უკრაინაში მიმდინარე რეალურ მოვლენებს; ციფრული ინფრასტრუქტურის განახლებას და კიბერთავდაცვას; რეგისტრების მიგრაციის და დამატებითი დაცვის უზრუნველყოფას; სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას.
ასევე, შეიქმნა NFT მუზეუმი, რომელიც მიძღვნილია რუსეთის სამხედრო შეჭრას უკრაინაში. მისი მთავარი მიზანი ომის მოვლენების მეხსიერების შენარჩუნებაა. ნამუშევრები წარმოდგენილია ციფრულად NFT ტოკენების სახით. თითოეული NFT შედგება ავთენტური მედია მესიჯისგან ოფიციალური წყაროებიდან და მხატვრული ილუსტრაციისგან.
გაჩნდა კამპანია "გაგზავნე პუტინი იუპიტერზე". უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ გადაწყვიტა, შეექმნა ციფრული რაკეტა, რომელიც ვლადიმირ პუტინს იუპიტერზე გაუშვებდა, ვინაიდან ის არის "გაზის გიგანტი და მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა". ამ კამპანიით 2 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეგროვდა.
არმიის მხარდაჭერა
შეიქმნა რამდენიმე ჩატ ბოტი სხვადასხვა დანიშნულებით.
eVorog, STOP Russian War bot, and Bachu.info - ს დახმარებით უკრაინელებს შეუძლიათ, გაავრცელონ ინფორმაცია მტრის ჯარების მოძრაობის და განლაგების შესახებ. eVorog-ის ჩატ ბოტის გამოყენება ინტერნეტ კავშირის გარეშეც არის შესაძლებელი.
ua_veteran_bot ჩატ ბოტი: ეს არის ტელეგრამში შექმნილი ბოტი ვეტერანებისთვის, მათი ოჯახებისთვის, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის და ტერიტორიული თავდასხმის მოხალისეებისთვის. მისი დახმარებით შესაძლებელია ინფორმაციის მიღება მობილიზაციის, საბრძოლო მასალის, ევაკუაციის, ჰუმანიტარული დახმარების და სხვა აქტივობების შესახებ.
ასევე, უკრაინის ციფრული ტექნოლოგიების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ. ამისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები გამოიყენება. Diia აპლიკაციაში, რომელიც რეგისტრაციას მოითხოვს, სახის ამომცნობით სიცოცხლეში გადაღებულ ფოტოების შედარება შესაძლებელია რუსი ჯარისკაცების ცხედრების ფოტოებთან.
მოქალაქეთა მხარდაჭერა
მხარდაჭერის პროგრამები შეიქმნა უკრაინელი მოქალაქეებისთვისაც.
პლატფორმა The eDopomoga შეიქმნა ჰუმანიტარული დახმარების ეფექტიანად განაწილებისთვის.
პლატფორმა აერთიანებს მთავრობის, ბიზნესის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საქველმოქმედო ფონდების და მოხალისეებს და ამუშავებს ჰუმანიტარული დახმარების მოთხოვნებსა და მიწოდებას.
The ePidtrymka - ფინანსური დახმარების პროგრამა, რომლის დახმარებითაც შეგროვდა 690 მილიონი აშშ დოლარი.
შეიქმნა ჰუმანიტარული დახმარების ოფიციალური პროგრამა მათთვის, ვისაც უკრაინელებისთის ამ დახმარების გაწევა სხვა ქვეყნებიდან სურთ.
Diia.Digital Education - რუსული შეჭრის შედეგად უკრაინაში სკოლები მთლიანად დაიხურა ან ონლაინ სწავლებას დაუბრუნდა. ეს გახდა ონლაინ სწავლების ძირითადი პლატფორმა.
Pererobka platform - ეს არის პლატფორმა სურსათის მიმწოდებლების საძიებლად. მიზანია უკრაინაში საკვების უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა და სასურსათო კრიზისის პრევენცია.
ტელეგრამის ჩატ ბოტი Turbotnyk არის ადმინისტრაციული სერვისების ცენტრები იმ ადგილებში, სადაც არ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები და შესაძლებელია დახმარების გაწევა ქვეყნის შიგნით გადაადგილებული ადამიანებისთვის, ასევე მეომრებისა და ტერიტორიული თავდაცვის წარმომადგენლებისთვის.
ტელეგრამის ჩატ ბოტი Mariupol now status - მარიუპოლი ომის დაწყებიდან ალყაშია. მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. ამის გამო ბევრი ოჯახი დაიშალა და ერთმანეთთან კონტაქტი დაკარგა.
ბოტი მომხმარებელს სთავაზობს ყველა იმ ინფორმაციაზე წვდომას, რომელიც მედიაში ვრცელდება, მათ შორის ცნობებს ამა თუ იმ ლოკაციაზე არსებული მდგომარეობის და კომუნალური პირობების შესახებ. მომხმარებლებმა შეიძლება მიიღონ ინფორმაცია თავიანთი ოჯახის წევრების შესახებ.
ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვება
პორტალი Dokaz შეიქმნა რუსების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების მტკიცებულებების შესაგროვებლად. შეგროვებული მტკიცებულებები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, იუსტიციის სამინისტროსთან, გენერალურ პროკურატურასთან, ციფრული ურთიერთობების სამინისტროსთან ერთად გამოყენებულ იქნება საერთაშორისო სასამართლოებში.
პლატფორმა Moya Viyna შექმნა კულტურის და ინფორმაციული პოლიტიკის სამინისტრომ. ის უკრაინელებს საშუალებას მისცემს, აღწერონ და გადმოსცენ ომის დროს მიღებული პირადი გამოცდილებები. ტექსტთან ერთად მათ ასევე შეუძლიათ ატვირთონ ვიდეო და ფოტო, რომლებიც რუსების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებს აღბეჭდავს.