logo
ENG



უკრაინის ცნობით, ბოლო ერთ დღეში რუსებმა ხერსონს 30-ჯერ დაარტყეს - არის მსხვერპლი

28 ნოე 202213:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/28/meuta9tfjj6mxbo.jpg

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით, ბოლო ერთ დღეში რუსებმა ხერსონს 30-ჯერ დაარტყეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა.

"რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ტერიტორია 30-ჯერ დაბომბეს. გასული დღის განმავლობაში, რუსული დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხერსონის რეგიონის 2 მცხოვრები კი დაშავდა", - თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

იანუშევიჩის თქმით, რუსი ოკაპანტები ხერსონის კერძო და საცხოვრებელ კორპუსებში შევიდნენ და თავს დაესხნენ რამდენიმე რეგიონს. მათ შორის, ბელოზერკას, პრიოზერნის, კამიშანს, სტეპანოვკას, ნიკოლსკის, ჩერნობაევკას, ტოკარევკას, ზელენოვკას, პრიდნეპროვსკისა და სტანისლავს.

გარდა ამისა, ბერისლავის რეგიონში, რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ბერისლავს, რესპუბლიკანეცს, ნოვობერისლავს, ტომარინოს, ტიაგინკას, ნოვოალექსანდროვკას, კაჩკაროვკასა და ოსოკოროვკას.


close დახურვა